ბათუმში,საზღვაო ნავსადგურის თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი თქმით, დაწესებულებაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს, რის შესახებაც თანამშრომლები ინფორმირებული არ არიან და შიშობენ, რომ სამსახურიდან დაითხოვენ. აქციას პორტის დირექტორი გამოეხმაურა და მათ დიალოგისკენ მოუწოდა. მისი განმარტებით, რეორგანიზაციიის პოლიტიკა გადასახედია და სამსახურს სავარაუდოდ, საპენსიო ასაკს მიღწეული პირები დატოვებენ.