კომპანია RMG Copper-ისა და RMG Gold-ის წარმოებას ადგილზე გაეცნო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელიც კაზრეთში იმყოფებოდა.კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გარემოსდაცვითი საკითხები განიხილეს და მინისტრმა კომპანიის მიერ შემუშავებული გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმაზე ინფორმაცია მოისმინა. კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის განცხადებით, RMG -ი სამუშაოებს საქართველოს კანონმდებლობის დაცვით ახორციელებს. გარემოსდაცვით საკითხებში კი ჩართულია საერთაშორისო კომპანია Golder Associates-ი.