გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს მასშტაბით 154 სახერხი საამქრო შეამოწმეს. შემოწმების შედეგად, 2 ანგარიშგების წესებისა და 78 სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტი გამოვლინდა. დაილუქა ლენტური და ცირკული ტიპის28 ერთეული დაურეგისტრირებული სახერხი დანადგარი. სამინისტრო უკომპრომისო ბრძოლას უცხადებს ხე-ტყის უკანონო ჭრას, ვინაიდან, უკანონო სახერხი საამქროების ფუნქციონირება ხელს უწყობს ხე-ტყით უკანონო სარგებლობას და არაერთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებასთან არის დაკავშირებული.