ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ხმაურის ფონზე წარიმართა. მმართველი გუნდის დეპუტატების ერთი ნაწილი პროექტზე მსჯელობის გადადებას არ ემხრობოდა, ვინაიდან პროექტი ერთი წელია ისედაც საკანონმდებლო ჩიხშია შესული. ბიუროზე მმაღთველი გუნდის მიერ ითქვა ისიც, რომ ბოლო პერიოდში ახალგაზრდების გარდაცვალება კანონის მიუღებლობით არ არის განპირობებული. უმრავლესობაში აცხადებენ რომ გუნდი ერთიანი პოზიციის დაფიქსირებას რამდენიმე კვირაში შეძლებს.ოპოზიციამ კი უმრავლესობა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების გავრცელებაში დაადანაშაულა.