"ქარწაღებულნი", მე-20 საუკუნის ამერიკელი ჟურნალისტისა და მწერლის, მარგარეტ მიტჩელის ისტორიული დრამაა,მწერლის შემოქმედებაში ერთერთი ყველაზე რეზონანსული რომანი, რომელიც პირველი აბზაცები ავტორმა 1923 წელს დაწერა, მას შემდეგ რაც მარგარეტი ავარიაში მოყვა და ცდილობდა რეაბილიტაციის პერიოდი წერით გადაეტანა. თავდაპირველად ის არ ფიქრობდა რომანის გამოცემაზე, თუმცა მეგობარის რჩევით წიგნი გამომცემლობაში წაიღო , მოგვიანებით კი წიგნის უკან დაბრუნება მოითხოვა, რათა ფაქტები შეეცვალა. მათ შორის, მთავარი გმირის სახელი.რომანს სათაური კი ინგლისელი პოეტის, ერნესტ დოუსონის ლექსის მიხედვით შეურჩია. წიგნში მოვლენები ამერიკის სამოქალაქო ომის პერიოდში 1861 წლიდან 1873 წლების ჩათვლით.კლეიტონ სიტიში, ჯორჯიისა და ატლანტის შტატებში ვითარდება რომანის მთავარი პერსონაჟი სკარლეტ ო’ჰარაა, მდიდარი პლანტაციების მფლობელის ქალიშვილი, რომლის ოჯახიც ომის პერიოდში მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება და სწორედ სკარლეტს უწევს ბრძოლა ოჯახის გადარჩენისთვის და საკუთარი მიწების შენარჩუნება.წიგნში ასევე მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს მთავარი გმირის , სკარლეტისა და რეტ ბატლერის სიყვარულის ისტორიას.