თუ დავით ქევხიშვილი კიდევ ვერ ხვდება, რომ ჩვენ საფუძვლიანი პრეტენზიები გვაქვს და ეს თითიდან გამოწოვილი პრეტენზიები არ არის, მაშინ მასთან მუშაობა შეუძლებელია, - ასე გამოეხმაურა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის 5-პუნქტიან შეთავაზებას ძიუდოს ნაკრების კაპიტანი და გაფიცული ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი. როგორც ლიპარტელიანმა ჟურნალისტებს ძიუდოს ფედერაციის შენობასთან გამართულ აქციაზე განუცხადა, სპორტსმენების მხრიდან "ვინმეს მიყვანაზე" საუბარი ზედმეტია, პრობლემები ძიუდოს სპეციალისტებმა უნდა გადაწყვიტინ და არა უშუალოდ სპორტსმენებმა.