ავტოპილოტი მანქანების პოპულარობა და მიდგომა, რომ რომ ისინი გაცილებით უსაფრთხოა ვიდრე ტრადიციული მანქანები, რომლებსაც მძღოლები მართავენ უკვე დიდი ხანია ეჭვის ქვეშ დგას. ამას მოწმობს ტესლას სედანის ავტოპილოტი მანქანის მორიგი მარცხი კალიფორნიის შტატში. როგორც საერთაშორისო გამოცემები იუწყებიან, ელონ მასკის ავტომობილი, რომელიც ავტოპილოტის მართვის რეჟიმში გადაადგილდებოდა პოლიციის გაჩერებულ მანქანას შეასკდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან გაჩერებულ მანქანაში არავინ იჯდა. როგორც ამბობენ, ერთი წლის წინ მსგავსი შემთხვევა მოხდა იმავე ტერიტორიაზე, როდესაც ტესლას ავტომობილი სატვირთო მანქანას დაეჯახა. გარდა ამისა, წინა წლებშიც არაერთი ავტოავარია დაფიქსირდა, როდესაც ტესლას ავტომობილი, რომელსაც ადამიანი მართავდა და პარალელურად მობილურზე ლაპარაკობდა, საჭის კონტროლი დაკარგა. თუმცა, როგორც გამოცემა The Times წერს, კომპანია ტესლა მომხმარებელს აფრთხილებდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილი აღჭურვილია ავტოპილოტის სისტემით, მძღოლი მაინც ყურადღებით უნდა იყოს და საჭეს ხელები არ გაუშვას, მაშინ როდესაც მანაქანა ავტოპილოტის რეჟიმში მუშაობს.
გარდა ამისა, როგორც კომპანიაში აცახადებენ, მანქანა განკუთვნილია მაგისტარლებისთვის, სადაც გზები მკვეთრად არის ზოლებით გამიჯნული. თუმცა მარტო ტესლას უახლესი ტიპის მანქანებს არ მოსვლიათ მარცხი, სხვა კომპანიების მიერ დამზადებულ ავტოპილოტიან მანქანებსაც არაერთი ავარია მოსვლიათ. ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი შემთხვევა დაფიქსირდა მარტში, როდესაც Uber- ის ავტოპილოტიანი მანქანა დაეჯახა ქვეითს, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა და მისი სიცოცხლე იმსხვერპლა. ეროვნული სატრანსპორტო უსაფრთხოების საბჭოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი ანგარიშის მიხედვით, Uber -ის სისტემამ შემაჩნია ქალი 6 წამით ადრე, ვიდრე მას დაეჯახებოდა. მან ტავდაპირველად დააფიქსირა უცნობი ობიქეტი, შემდეგ აღიქვა გაადგილების საშუალება, საბოლოოდ კი როგორც ველოსიპედი. 1.3 წამით ადრე ავტომანქანის ავტოპილოტის სისტემა მიხვდა, რომ მუხრუჭის გამოყენება იყო აუცილებელი, რომ შეჯახება თავიდან აეცილებინა, თუმცა მან არ გამოიყენა უსაფრთოების ზომები და მძღოლის იმედად დარჩა, რომ ის თვიოთონ დაამუხრუჭებდა მანქანას. ექსპერტების თქმით, მსგავსი ფაქტები კიდევ ერთხელ ეჭვის ქვეშ აყენებს ავტოპილოტიანი მანქანების უსაფრთხოებასა და სანდოობას.