საქართველოს ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობის მეთაური ეწვია. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ, გენერალმა დენის მერსიემ ორმხრივი შეხვედრები თავდაცვის მინისტრთან და გენერალური შტაბის უფროსთან გამართა.ლევან იზორიამ სტუმარს ნატოს ურყევი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო.