დღეს მართლაც ისტორიული დღეა, ევროპარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურება ევროკავშირის საქართველოსადმი ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება ასევე იქნება იმის დასტური, რომ ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების სტრატეგიას მოაქვს კონკრეტული შედეგები საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.
იხილეთ:
ევროპრლამენტი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას კენჭს დღეს უყრის - რა მოლოდინი აქვს მომხსებებელს