დოდო გუგეშაშვილს თავს დაესხნენ, არსებული ინფორმაციით, არის გარდაცვლილიც - Palitra News

დოდო გუგეშაშვილს თავს დაესხნენ, არსებული ინფორმაციით, არის გარდაცვლილიც

2018-02-07 12:11:20+04:00

არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლოვნიკ დოდო გუგეშაშვილს თავს დაესხნენ. არაოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმა მის საცხოვრებელ სახლში მოხდა. ვრცელდება ინფორმაცია ერთი დაჭრილისა და ერთი გარდაცვლილის შესახებ.მომხდარის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი ამ ეტაპზე არ კეთდება.

იხილეთ: თავდასხმისას დოდო გუგეშაშვილი დაიჭრა, შვილი კი მოკლულია - მეზობლების ინფორმაცია