მეზობლების ინფორმაციით, დიღმის მასივში მომხდარი თავდასხმის შედეგად მოკლული პირი დოდო გუგეშაშვილის შვილია, თუმცა აღნიშნულზე შსს-ში ოფიციალურად ჯერ არ საუბრობენ. როგორც შემთხვევის ადგილზე ამბობენ, თავდასხმა ცეცხლსასროლი იარაღით განხორციელდა.რაც შეეხება თავად დოდო გუგეშაშვილს, ის ცოცხალია, თუმცა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი. დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე თავდასხმა მის საცხოვრებელ სახლში, ცოტა ხნის წინ განხორციელდა.
იხილეთ: დოდო გუგეშაშვილს თავს დაესხნენ, არსებული ინფორმაციით, არის გარდაცვლილიც
LIVE: რა ხდება დოდო გუგეშაშვილის სახლთან, სადაც თავდასხმისას მისი შვილი დაიღუპა, თვითონ კი დაიჭრა