17:56
26 იანვარი, 2022, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ემანუელ მაკრონის განცხადებით, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა ავღანეთში ერთობლივი დიპლომატიური მისიის გახსნას გეგმავს
04-12-2021

რამდენიმე ევროპული ქვეყანა ავღანეთში ერთობლივი დიპლომატიური მისიის გახსნაზე მუშაობს, რომელიც საშუალებას მისცემს მათ ელჩებს, ქვეყანაში დაბრუნდნენ, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

„ვფიქრობთ ევროპულ ქვეყნებს შორის ორგანიზაციაზე. საერთო ლოკაცია რამდენიმე ევროპული ქვეყნისთვის, რომელიც ჩვენს ელჩებს იქ ყოფნის საშუალებას მისცემს,“ - განაცხადა მაკრონმა.

მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი თალიბანის პოლიტიკურ აღიარებას არ ნიშნავს.

”ეს დიპლომატიური ნაბიჯი განსხვავდება „თალიბანის“ პოლიტიკური აღიარებისგან ან მათთან დიალოგის დაწყებისგან,“- აღნიშნა მაკრონმა.

ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ, „თალიბანთან“ გამართული დიალოგის შემდეგ, ევროკავშირმა განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია, რომ ბლოკმა, ავღანეთში, შესაძლოა მისია გახსნას.

„ქაბულში წარმომადგენლობის გახსნა, რაც არ გამოიწვევს აღიარებას, პირდაპირ იქნება დამოკიდებული უსაფრთხოების ვითარებაზე, ისევე როგორც დე ფაქტო ხელისუფლების ეფექტურ გადაწყვეტილებებზე, რათა ევროკავშირმა უზრუნველყოს საკუთარი პერსონალისა და შენობების ადეკვატური დაცვა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სხვა დასავლურმა ქვეყნებმა ავღანეთში საელჩოები დახურეს და დიპლომატები გაიყვანეს, როდესაც „თალიბებმა“ ქაბულზე კონტროლი დაამყარეს. ამის შემდეგ „თალიბანმა“ დროებითი მთავრობა დაასახელა, რომლის რამდენიმე წევრის წინააღმდეგ აშშ-სა და გაერო-ს სანქციები აქვთ დაწესებული.

AutoPlay
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ლარი 3.0696 გახდა
გამოქვეყნდა 2 წუთის წინ
უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა
გამოქვეყნდა 54 წუთის წინ
მეტრომანები არ უქმდება - რა განცხადებას ავრცელებს თბილისის მერია
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
პროკურატურამ მეტროში არასრულწლოვანზე ძალადობის საქმეზე დაკავებულ ორ პოლიციელს ბრალდება წარუდგინა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი - გორის სამხედრო ჰოსპიტალს წაშლილი აქვს ჩანაწერები ან არ შეუნახავს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გერმანიასა და პოლონეთში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებლები დაფიქსირდა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები