00:12
29 ივლისი, 2021, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ჩვენი პლანეტა
"ცეცხლოვანი მელა", "ბრჭყვიალა კატა" - გაიცანით წითელი პანდა, რომელიც ევროპელებმა მხოლოდ მე-19 საუკუნეში გაიცნეს
22-07-2021

მცირე ზომის წითური მტაცებელი, რომელიც პირველად ჩინელებმა მოიხსენიეს მე-13 საუკუნის ისტორიულ წყაროებში "ცეცხლოვანი მელას" სახელით, ევროპელებმა მხოლოდ მე-19 საუკუნეში გაიცნეს, როცა აზიური ექსპედიციიდან მშობლიურ პარიზში დაბრუნებულმა ზოოლოგმა ფრედერიკ კიუვიემ საკუთარ ნაშრომში აღწერა ეგზოტიკური ცხოველი და მას "ბრჭყვიალა კატა" უწოდა, panda-ს სახელი კი, რაც ინდუიზმსა და ბუდისტურ რელიგიაში "სიკეთეს", "კეთილდღეობას" ან "დამსახურებას" ნიშნავს, მტაცებელმა ნეპალური სიტყვის poonya-ს წყალობით შეიძინა.

მართალია, წითელი პანდას ისტორიულ სამშობლოდ ჰიმალაის მთიანი რეგიონი ითვლება, მაგრამ საუკუნეების წინ ცხოველის წინაპრები აღმოსავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაშიც საკმაოდ კომფორტულად გრძნობდნენ თავს, თუმცა კლიმატური პირობების მკვეთრმა ცვლილებამ პოპულაციის შემცირება გამოიწვია, რამაც მნიშვნელოვნად შეზღუდა ცხოველის გავრცელების არეალი. დღეს პანდა მხოლოდ ჩინეთის და ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებში, მიანმარში, ნეპალსა და ბუტანში ბინადრობს, სადაც ჰაერის ტემპერატურა 25 გრადუსს არ აღემატება, ნალექი კი, წელიწადში 350 მილიმეტრს აღწევს.

AutoPlay
მოქნილი და მოხდენილი ტანის მქონე ზღვის ლომი, რომლის სიგრძეც 3-3.5 მეტრს აღწევს
16-07-2021
ვარხვი, უნიკალური ფრინველი, რომელიც ერთადერთია ველურ ბუნებაში და რომელსაც მონათესავე სახეობები არ ჰყავს
08-07-2021
იცოდით, რომ თეთრი ზვიგენი არც ისეთი სასტკი და აგრესიულია, როგორც მას ფილმებსა და რომანებში ახასიათებენ? - გაიცანით ზვიგენი და ოჯახი, სადაც მდედრი მამრს ჯაბნის
01-07-2021
მდინარეების მეფე, რომელიც დაახლოებით 25 მლრდ წლის წინ მოევლინა სამყაროს და ევოლუცია ფაქტობრივად არ განუცდია - გაიგეთ უფრო მეტი აფრიკის ყველაზე სახიფათო რეპტილიაზე
24-06-2021
ლეგენდა თეთრ ლომზე, რომელმაც ბოროტი სულების მიერ დაწყევლილი ადამიანების მოდგმა განსაცდელისგან იხსნეს
17-06-2021
ძლიერი და ელეგანტური პუმა - ცხოველი, რომელსაც ხშირად კუგუარს ან მთის ლომსაც უწოდებენ
10-06-2021
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები