აზრი იმის თაობაზე, რომ თავს ვიკავებთ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაცვის მხარესთან შეხვედრაზე, უსაფუძვლოა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოსთან პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა. მამა მიქაელის თქმით, მამალაძის ადვოკატებმა გამოთქვეს სურვილი, შეხვდნენ წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს, რაზეც მათი მხრიდანაც არის მზაობა. მისივე თქმით, შეხვედრას თავად პატრიარქი არ დაესწრება.
იხილეთ:
რა განაცხადეს დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა წმინდა სინოდის წევრებთან შეხვედრაზე შესვლამდე