საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე, პარიზში, შანზ-ელიზეზე სროლის ხმა ისმოდა. ინციდენტს მსხვერპლი მოყვა. თავდასხმის შედეგად, ერთი პოლიციელი მოკლულია, ერთი დაჭრილი, ერთ-ერთი თავდამსხმელი კი ლიკვიდირებულია.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ, "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.